ტრაგედია თბილისში: 65 წლამდე მამაკაცს ცემენტმზიდი დაეჯახა

ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ვაზისუბანში ცემენტმზიდი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგად 65 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.