თბილისში ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა

მომხდარის სავარაუდო მიზეზად გადამეტებული სიჩქარე სახელდება.
Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, „ჰუალინგის" დასახლებასთან მოტოციკლის მძღოლი მსუბუქ ავტომობილთან შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა, იუწყება „მთავარი არხი“.
მომხდარის სავარაუდო მიზეზად გადამეტებული სიჩქარე სახელდება. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.