თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს.
პრესტიჟული ტურნირის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება, რომელზეც მსოფლიო0ს უძლიერესი მოფარიკავეების იასპარეზებენ, ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გამართულ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) კონგრესზე მიიღეს.
თბილისის სასარგებლოდ ხმა FIE-ს 120-მა დელეგატმა მისცა, სულ კი კენჭისყრაში 134 დელეგატი მონაწილეობდა.
2023 წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის ქალაქ მილანში ჩატარდა. ტურნირზე გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლის მედლით დაასრულა, რომელიც ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ მოიპოვა.
სანდრო ბაზაძე 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.