თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. რომის პაპმა ფრანცისკემ გამოაცხადა, რომ პნევმონიით არის ავად, მაგრამ მას არ უთქვამს უარი დუბაიში გაეროს კლიმატურ კონფერენციაზე გამგზავრებაზე.
„დღეს მე ვერ მოგმართავთ სამოციქულო სასახლის ფანჯრიდან, რადგან პნევმონია მაქვს“, - განაცხადა მან თავის ტრადიციულ საკვირაო მიმართვაში.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავადმყოფობის გამო პონტიფიკოსი არ მივიდოდა წმინდა პეტრეს მოედანზე და იქადაგებდა ვიდეოკავშირის საშუალებით თავისი რეზიდენციის სამლოცველოდან.
შედეგად, ფრანცისკეს ნაცვლად ისაუბრა ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენელმა, მონსინიორ პაოლო ლუკა ბრაიდამ, რომელიც არის პონტიფიკოსის ქადაგებების ავტორი.
ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ პონტიფიკოსის ჯანმრთელობის გაუარესების გამო შაბათს დაგეგმილი დილის აუდიენცია გაუქმდა. მიზეზად „მსუბუქი გრიპის მდგომარეობა" დასახელდა.
თუმცა, რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური კვლავაც აპირებს მონაწილეობა მიიღოს გაეროს კლიმატის კონფერენციაზე, რომელიც დუბაიში 1 დეკემბერს არის დაგეგმილი.