თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის ბრალდებით, ქართველი მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მსახიობს ხელბორკილები აეროპორტის გზაზე იმ დროს დაადეს, როდესაც ის მეგობარ ქალზე ძალადობდა.
საგამოძიებო უწყება დაკავებულს ძალადობასა (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლი) და მუქარას (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) ედავება.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“