თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული ქართველი მებრძოლი, ნიკა გელენიძე ფოთში, საკუთარ სახლში ჩამოასვენეს, იუწყება „რუსთავი 2“.
31 წლის მამაკაცი 18 ნოემბერს ბახმუტთან ჩამოვარდნილ ბომბებს ემსხვერპლა.
აფხაზეთიდან დევნილი გელენიძე უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა. როგორც ახლობლები ჰყვებიან, ნიკას გადაწყვეტილების შესახებ ოჯახმა არ იცოდა.
2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში უკვე 51 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.