თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა ასევე აღდგენილია საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე.
ნაქერალ უღელტეხილზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი.