თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში თითქმის მთელი თავისი სამხედრო მარაგი და საბრძოლო მასალა გაგზავნა, განაცხადა პენტაგონის ყოფილმა უფროსმა მრჩეველმა პოლკოვნიკმა დუგლას მაკგრეგორმა.
მაკგრეგორმა აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების გამო, შეერთებულ შტატებს არც ისე ბევრი შეიარაღების სისტემა და საბრძოლო მასალა დარჩა.
„ჩვენ გავაგზავნეთ უკრაინაში თითქმის მთელი ჩვენი სამხედრო მარაგი, შეიარაღების სისტემები და საბრძოლო მასალა. არც ისე ბევრი დაგვრჩა. ომი უკრაინაში წაგებულია", - ციტირებს მაკგრეგორს „რია ნოვოსტი“.
რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მის მიზნად დაასახელა „იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში კიევის რეჟიმის წამებისა და გენოციდის მსხვერპლი არიან".