თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ყაზახეთის მოქალაქე, რომელიც 2020 წლის მარტიდან იძებნებოდა „ფინანსური პირამიდის“ შექმნის საქმეზე, საქართველოში დააკავეს, ნათქვამია ყაზახეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, მამაკაცს ბრალად ედება ფინანსური პირამიდის შექმნა და ხელმძღვანელობა, რომლის შედეგად 600 ადამიანი დაზარალდა. ზარალმა 7,8 მილიონი დოლარი შეადგინა.
ყაზახეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მხარეები ექსტრადიციის საკითხს განიხილავენ.
საქართველოს გენერალურ პროკურატურას ძებნილის დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.