პუშკინის იშვიათი გამოცემების ქურდობა: საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

პირველი ქურდობა ივლისში ლიონის ბიბლიოთეკაში მოხდა, სადაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორიგინალი ასლით შეცვალა
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საფრანგეთში საქართველოს სამი მოქალაქე ბიბლიოთეკიდან ალექსანდრ პუშკინის იშვიათი გამოცემების ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუთავი 2“ გამოცემა Journal du Dimanche-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 24, 26 და 44 წლის პირები დააკავეს. მათ შორის ერთი მამაკაცი და ორი ქალია.
დაკავებულები პარიზის გარეუბანში, ნანტერში, ხელოვნების ნიმუშებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურ ბიუროში არიან გადაყვანილი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პირველი ქურდობა ივლისის თვეში ლიონის ბიბლიოთეკაში მოხდა, სადაც ვიზიტორმა ორიგინალი ასლით შეცვალა. ოქტომბრის დასაწყისში კი ორი სამართალდამრღვევი პარიზის ენებისა და ცივილიზაციების ეროვნულ ინსტიტუტში შეიჭრა, ათამდე ხელნაწერი გაიტაცა და ადგილიდან თანამზრახველის ავტომობილით მიიმალა.
ძვირადღირებული კბილის პასტების ქურდობისთვის პოლონეთში ქართველი დააკავეს>>
გამოცემის თანახმად, საუბარია ან გამოცემების შავ ბაზარზე კოლექციონერებისთვის გადაყიდვაზე, ან ევროპაში არსებული რუსული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის რუსეთში დაბრუნებაზე.