თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა ერეკლე მეორის ქუჩაზე იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცი ე.წ. ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა.
თვითმხილველების თქმით, 35-წლამდე მამაკაცს დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლმა კი მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა იგი მალევე დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.