თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. პოლონეთში 40 ძვირადღირებული კბილის პასტის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" პოლონური მედიაზე დაყრდნობით.
შემთხვევა პოლონეთში, შვიეტოჩლოვიცეს ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცი კბილის პასტებით სავსე ზურგჩანთით მაღაზიის დაცვამ შეამჩნია. აღნიშნულ მაღაზიაში შემთხვევით მყოფი პოლიციელი ქურდს დაედევნა და მისი დაჭერა მოახერხა.
სამართალდამცველებმა მოპარული საქონელი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.