ჭიათურაში შენობის უკანონო დემონტაჟის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. ჭიათურის მუნიციპალიტეტში შენობის უკანონო დემონტაჟის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შემთხვევა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ რგანში მცხოვრებმა პირმა თვითნებურად სცადა მაღაზიის დარბაზად გადაკეთება.
წინასწარი ინფორმაციით, მუშებმა შენობას გამოაცალეს საყრდენები, რასაც ნგრევა მოჰყვა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.