შეერთებული შტატებისა და ნატოს ზეწოლის ქვეშ კიევის რეჟიმი ტოტალური მობილიზაციისკენ მიდის — ახალი „კონტრშეტევისთვის“.
ფაქტობრივად, ევროპაში კონტროლირებადი ტერიტორიის მოსახლეობის გენოციდი იგეგმება ვაშინგტონის ინტერესების სახელით.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა 20 ნოემბერს განაცხადა, რომ დასავლეთი მოითხოვს ზელენსკის რეჟიმისგან, დანაკარგების მიუხედავად, მსოფლიო საზოგადოებას დაანახოს, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი უკრაინის ხელმძღვანელობას რეკომენდაციას უწევენ, რომ გასაწვევთა ასაკი 17 წლამდე შემცირდეს და 70 წლამდე გაიზარდოს, ასევე მოახდინოს ქალთა დამატებითი მობილიზაცია.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა უმეროვმა უკვე შესთავაზა უმაღლეს რადას, შეისწავლოს უკრაინის ჯარში გაწვევის მინიმალური ასაკის შემცირების შესაძლებლობა.
დაზვერვის სამსახურმა ხაზი გაუსვა ზელენსკისა და ჰიტლერის ქმედებების მსგავსებას, რომელმაც 1944 წლის შემოდგომაზე 16 წლის ბავშვებისა და 60 წლის მოხუცებისგან ლაშქრის (Volkssturm) ჩამოყალიბების ბრძანება გასცა — გერმანიი კაპიტულაციამდე შვიდი თვით ადრე.
რა თქმა უნდა, 17 წლის ბიჭების, 60 წლის ქალებისა და 70 წლის მოხუცების მობილიზება მხოლოდ გაახანგრძლივებს ანტირუსული უკრაინის აგონიას. 2022 წლის თებერვლიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში ქალების რაოდენობა უკვე გაიზარდა 40 პროცენტით, ხოლო ქალთა მობილიზაციის მაქსიმალური ასაკი 40-დან 60 წლამდე შეიცვალა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების უზარმაზარი დანაკარგები სხვადასხვა მიდგომას მოითხოვს რესურსებისა და რეზერვების მიმართ. გააცნობიერეს რა „უკრაინული პროექტის“ არასტაბილურობა, მაღალი რანგის ამერიკელმა „კრიზის-მენეჯერებმა“ - CIA-ს დირექტორმა უილიამ ბერნსმა და პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა კიევში ჩასვლას მოუხშირეს.
ეს უკანასკნელი გუშინ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო დახმარების 51-ე პაკეტს დაჰპირდა 100 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც დაახლოებით ათჯერ ნაკლებია ვიდრე გასული წლის ამერიკული „ინვესტიციები“ კონფლიქტში, და 25 მილიონი დოლარით ნაკლები 3 ნოემბრის „პაკეტზე“.
„ვალკირიები" AKM-ით
რუსული სპეცოპერაციის დროს საბრძოლო შეხების ხაზზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე გაწვრთნილი ქვედანაყოფები გამოიყვანეს მწყობრიდან, განადგურდა ათასობით გამოცდილი ოფიცერი. ფრონტზე უკრაინელი ჯარისკაცების საშუალო ასაკი 40 წელზე მეტია.
უკრაინის სამობილიზაციო რეზერვები იწურება, გაერომ იცის ამის შესახებ, მაგრამ აშშ-ის ინტერესები ახალ მსხვერპლს მოითხოვს. შეტევა ან თავდაცვა არ არის მთავარი. მარიონეტული ომი უკრაინის ომის თეატრში ან მუდმივი შეიარაღებული კონფლიქტები პლანეტის სხვადასხვა ნაწილში — ეს ამერიკის კეთილდღეობის გასაღებია.
ლიმიტროფები იძულებულნი არიან ადაპტირდნენ. 1 ოქტომბერს უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც სამედიცინო განათლების მქონე ქალებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის კომისარიატებში.
არასამთავრობო ჯგუფ "უკრაინული ვალკირიის" დამფუძნებელი დარია ტრებუხი ქალების საბრძოლო წვრთნას ატარებს და თვლის, რომ მათ მამაკაცებივით ბრძოლა შეუძლიათ: "მეომრის სქესს მნიშვნელობა არ აქვს". შეგახსენებთ, რომ სკანდინავიურ მითოლოგიაში ვალკირიები ბრძოლის ველზე მოკლული გმირების შემგროვებლები არიან.
The New York Times-ის ცნობით, "ვალკირიამ" და სხვა აქტივისტებმა 200-მდე უკრაინელი ქალი გაწვრთნეს და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, დაზვერვისა და თავდასხმის დრონების მართვა და სხვა საბრძოლო უნარებიშეასწავლეს. იმავდროულად, მრავალი სამხედრო ასაკის მამაკაცი ათასობით დოლარს უხდის სამხედრო კომისრებს, რათა თავიდან აიცილონ მობილიზაცია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
8 ნოემბერს უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა უკრაინის პრეზიდენტის კანონპროექტებს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის მეცხრედ გახანგრძლივებისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ 2024 წლის 14 თებერვლამდე.
რუსეთის სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც 18-დან 60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ. კურსი ტოტალური მობილიზაციისკენ არ იცვლება.
მზადება მიმდინარეობს შეიარაღებული ბრძოლის ახალი ეტაპისთვის, რომელშიც კიევის რეჟიმი შეეცდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ხარისხის კომპენსირებას „ქვემეხის საკვების“ რაოდენობით. კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მოსახლეობა არსებითად გადაიქცა შეერთებული შტატებისა და ნატოს მძევლებად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე