გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ხვალ ამინდი გაუარესდება.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში 23 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან გვიან საღამომდე წვიმაა მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ხვალ მაღალმთიან რეგიონებში ნავარაუდევია თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია თოვლის ზვავებიც.
„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც ეეხება საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებს, იქ მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.