თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. კახეთში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში მოხდა. მამაკაცს ხე დაეცა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი შეშის დამზადებას ცდილობდა, რა დროსაც მოჭრილი ხე წაიქცა და ის ქვეშ მოიყოლა.
გარდაცვლილი უკვე საკუთარ საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული.