თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ორთაჭალაში სატვირთო ავტომობილი ბავშვს დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლს სატვირთო ავტომობილი დაუგორდა. ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექიმებმა 11 წლის მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.