თთბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ტრაილერებისთვის დაიკეტა აღნიშნული გზის 1-40-ე მონაკვეთი.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.