თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის გამო შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, თოვისა და ლიპყინულის გამო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე თოვისა და ლიპყინულის გამო აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112-ე კმ მონაკვეთზეც, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარდა ამისა, რთული მეტეოროლოგიური პირობების და დიდთოვლობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გოდერძის უღელტეხილზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 106-123-ე კმ მონაკვეთზე).
დიდთოვლობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 31-63-ე კმ (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე.
თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 67-106-ე კმ (ხახმატი-შატილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხოლო ამავე გზის 53-67-ე კმ (კორშა-ხახმატი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული გზის 1-53-ე კმ მონაკვეთზე (ჟინვალი-კორშა) მოძრაობა თავისუფალია.