შინდი და მისი სასარგებლო თვისებები

შინდით უძველესი დროიდან მკურნალობდნენ სურავანდს, გრიპს, ანგინას, რევმატიზმს, კანისა და სხვა დაავადებებს.
Sputnik
შინდი (Cornus) შინდისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარია, იზრდება ხის ან ბუჩქის ფორმით. არსებობს 50–მდე სახეობა. საქართველოში იზრდება ჩვეულებრივი შინდი. მის მერქანს სხვადასხვა ნაკეთობისთვის იყენებენ.
არსებობს ქრისტიანული ლეგენდა, რომ ჯვარი, რომელზეც ქრისტე გააკრეს, შინდის ხისგან იყო დამზადებული, რადგან მხოლოდ შინდი იყო იერუსალიმში ყველაზე მაღალი ხე. მას შემდეგ შინდის ყვავილები ჯვარს განასახიერებს, ეკლები – ლურსმნებს, რომლითაც ქრისტე გააკრეს, ყვავილების მტვერი – ეკლიან გვირგვინს, ხოლო ალისფერი ნაყოფი – ქრისტეს სისხლს.
შინდის კალორიულობა და შემადგენლობა
შინდი დაბალკალორიული პროდუქტია – 100 გრამი ნაყოფის კალორიულობაა 45 კკალორია.
მის შემადგენლობაშია მცირე რაოდენობის მცენარეული ცილები, ნახშირწყლები, შაქარი – 17%–ზე მეტი, საკვები ბოჭკოები და ორგანული მჟავები. ბევრი ვიტამინი С, ვიტამინი РР, ბეტა–კაროტინი; მინერალები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა, გოგირდი, თუთია. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.
უაღრესად სასარგებლო კენკრა, რომელიც კოსმონავტებისა და მფრინავების მენიუში შედის
შინდის ქერქი შეიცავს გლიკოზიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, ფოთლები – ვიტამინებს С და Е.
შინდის კურკა შეიცავს 34%–მდე ცხიმებს.
შინდი ხალხურ მედიცინაში
შინდი, როგორც სამკურნალო მცენარე, უძველესი დროიდანაა ცნობილი. შემონახულია ხელნაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ კავკასიის ხალხები შინდის ნაყოფისგან ამზადებდნენ სპეციალურ კვერებს და ომიანობის დროს ამით იცავდნენ თავს სურავანდისგან (იგივე ცინგა, С ვიტამინის ნაკლებობა). ეს გასაკვირი არცაა, რადგან ამ ვიტამინის შემადგენლობით შინდი შავ მოცხარსაც ჯობნის.
სამკურნალოდ გამოიყენება შინდის ნაყოფი, ქერქი, ფესვი, ფოთოლი. ასევე, შინდის ხე კარგად წმენდს ჰაერს მავნე ბაქტერიებისგან და მწერებისგან.
ჭარხალი და მისი სასარგებლო თვისებები>>
შინდის ნაყოფს იყენებენ კუჭ–ნაწლავის დაავადებებისას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, კანის დაავადებების დროს. ის აჩქარებს ორგანიზმის მეტაბოლიზმის პროდუქტებისგან გაწმენდის პროცესს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდის მჟავისა და მჟაუნმჟავას გამოდევნას.

ნაყოფი ახალი და გამხმარი სახით გამოიყენება გრიპის, ანგინის, რაქიტის, გაციების, წითელას, ყურებში ხმაურის, წელის ტკივილის, ტუბერკულოზის, ცისტიტის, სახსრების დაავადებების, ზოგადი სისუსტის დროს. შინდის ნაყოფი აუმჯობესებს მადას.

მცენარის ფესვისა და ქერქის ნახარში გამოიყენება რევმატიზმის, ართრიტის დროს, ხოლო ფოთლების ნაყენს აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი, შემკვრელი ეფექტი.
ყვავილების წვენი და ნაყოფის ნაყენი გამოიყენება ციებ–ცხელების დროს.
ხურმა, კარალიოკი - სასარგებლო თვისებები
შინდის ნაყოფში შემავალი ნივთიერებები გამოირჩევა მაღალი ბიოლოგიური აქტიურობით. ისინი არეგულირებს არტერიულ წნევას, აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, მატონიზირებელ, ორგანიზმის ზოგადად გამაძლიერებელ მოქმედებას.
შინდის ფოთლებში მრავლადაა ტანინები – მთრიმლავი ნივთიერებები, რომლებსაც აქვს შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი და ნაღვლმდენი მოქმედება.

მიუხედავად მაღალი შაქრიანობისა, ნაყოფის ახალი წვენი კარგი საშუალებაა შაქრიანი დიაბეტის დროს. მას იღებენ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 50 გრამის ოდენობით. თუ ორგანიზმი ამ რაოდენობას კარგად გადაიტანს, დოზა ერთ ჭიქამდე იზრდება.

რევმატიზმის დროს გამოიყენება შინდის ფესვების ნახარში. ერთ ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 2 ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ შეფუთეთ და გააჩერეთ 2 საათი, გადაწურეთ. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.
ზეთისხილი და მისი სასარგებლო თვისებები>>

ვიტამინების მიღების მიზნით ნახარში მოამზადეთ ამგვარად: 1 სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით 2 ჭიქა წყალი. ადუღეთ ნახევარი საათი. გადაწურეთ ცხელი და ნაკლული რაოდენობა შეავსეთ გადადუღებული წყლით. მიიღეთ დღეში სამჯერ 1/3 ჭიქა.
შინდის გამოყენებას უნდა მოერიდონ
შინდი ნაკლებად ან საერთოდ არ უნდა მიიღონ ადამიანებმა, რომლებიც ნაკლებს მოძრაობენ, აქვთ „მოდუნებული“ ნაწლავები, შეკრულობა, კუჭის მომატებული მჟავიანობა. ასევე, არაა რეკომენდებული შინდის წვენის მიღება ღამით, რადგან ის კარგი მატონიზირებელი საშუალებაა და დაძინებაში შეგიშლით ხელს. ასევე მატონიზირებელი ეფექტის გამო შინდი უკუნაჩვენებია ორსულობისას, ლაქტაციის პერიოდში, ბავშვებისთვის და ასაკოვანი ადამიანებისთვის.