თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
31 წლის ნიკა გელენიძე ბახმუტთან ჩამოვარდნილ ბომბებს ემსხვერპლა.
ნიკა გელენიძე ფოთში ცხოვრობდა, ის უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა.
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახმა გუშინ ღამით შეიტყო. ჯერ კიდევ უცნობია, როდის მოხდება მისი გადმოსვენება საქართველოში.
2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში უკვე 51 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.