თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik.გლდანში, ქერჩის ქუჩაზე მდებარე მიტოვებულ შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.