თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 6,2%-ით გაიზარდა და 3.522 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ ათ თვეში რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2023 წლის იანვარი–ოქტომბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
რუსეთი | 1 377,5 | -4,0% |
იტალია | 426,1 | 20,8 |
აშშ | 360,0 | 36,4 |
საბერძნეთი | 190,0 | 2,8 |
გერმანია | 188,7 | 43,1 |
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.377,5 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 39,1%-ია.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის ოქტომბერში, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, 46,3%-ით შემცირდა და 283 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2023 წლის ოქტომბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
რუსეთი | 61,8 | -79,4 |
იტალია | 42,6 | 19,2 |
აშშ | 41,7 | 39,2 |
საბერძნეთი | 21,2 | 11,0 |
გერმანია | 20,2 | 31,1 |
ოქტომბერში რუსეთიდან 61,8 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 21,8%. 2023 წლის ოქტომბერში რუსეთიდან 79,4%-ით ნაკლები ფულადი გზავნილები შემოვიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
გზავნილები საქართველოდან უცხოეთში
რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2023 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31,5 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0,2%-ით მეტია.
2023 წლის ათ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ გადაირიცხა 290,6 მლნ დოლარი, რაც 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4,5%-ით მეტია.