თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის მთავრობამ 17 ნოემბრიდან გააუქმა ბენზინის ექსპორტზე დაწესებული დროებითი აკრძალვა, რათა თავიდან აიცილოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განტვირთვა და უზრუნველყოს საწვავის მაღალი დონე, იტყობინება რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო.
რუსეთმა, მაღალი შიდა ფასებისა და დეფიციტის პრობლემების მოგვარების მიზეზით, საწვავის ექსპორტის აკრძალვა 21 სექტემბერს დააწესა. თუმცა, მთავრობამ შეზღუდვები 6 ოქტომბერს შეამსუბუქა და დიზელის მილსადენით ექსპორტი დაუშვა, მაგრამ დატოვა შეზღუდვები ბენზინის ექსპორტზე.
„რუსეთის ფედერაციის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 17 ნოემბრიდან გააუქმოს საავტომობილო ბენზინის ექსპორტის დროებითი აკრძალვა, რომელიც დაწესდა 21 სექტემბერს, როგორც საავტომობილო საწვავის შიდა ბაზარზე ფასების სიტუაციის სტაბილიზაციის ღონისძიებების ნაწილი“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ქვეყნიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვის მოხსნის შემდეგ უწყება გააგრძელებს საწვავის ბაზარზე ვითარების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში არ გამორიცხავს უცხოურ ბაზრებზესაწვავის მიწოდების აკრძალვის დაბრუნებას.