მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დამტკიცებულია

4 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთის საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ ცნობილი გასულ წლის 19 იანვარს - უფლის ნათლისღების დღეს გახდა.
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობის გამართულ სამთავრობო კომისიის სხდომაზე მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დაამტკიცეს, მათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იორდანიის მეფე აბდალა მეორის და პრინც ღაზის გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ამ ადგილზე ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
კომისიის წევრებმა პროექტზე მომუშავე ჯგუფისგან ინფორმაცია მიიღეს და ცენტრის მშენებლობისთვის შემდგომი ღონისძიებები დაგეგმეს. ამ ეტაპზე სამშენებლო კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს. ღარიბაშვილმა მინისტრებს კონკრეტული დავალებები მისცა.
სამთავრობო კომისიამ მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დაამტკიცა
სხდომას ესწრებოდნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
სხდომას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ზუგდიდისა და ცაიშისმიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
სამთავრობო კომისიამ მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დაამტკიცა
2022 წლის ზაფხულში ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში გაემგზავრა, სადაც საქართველოსთვის მდინარე იორდანესთან მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
4 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთის გადმოცემის შესახებ ცნობილი გასულ წლის 19 იანვარს - უფლის ნათლისღების დღეს გახდა.
საქართველომ და იორდანიამ დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 6 აპრილს დაამყარეს. საქართველოს საელჩო სამეფოში 2004 წელს გაიხსნა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.