თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. დიდთოვლობის გამო საქართველოს ზოგიერთ რეგიონში საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, უამინდობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-53 კმ (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე.
საავტომობილო გზის 1-33 კმ (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება ასევე აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 13-33 კმ მონაკვეთზე. საავტომობილო გზის 1-12 კმ მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.