თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) მნიშვნელობა რუსეთისთვის მხოლოდ გაიზრდება, განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა APEC-ში მარატ ბერდიევმა.
„ჩვენთვის APEC-ის მნიშვნელობა მხოლოდ გაიზრდება იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი აგრძელებს ეკონომიკური ურთიერთქმედების ფრონტის გაფართოებას აზიის ეკონომიკებთან და ლათინურ ამერიკასთან“, — განაცხადა მან სამიტის კულუარებში.
რუსი დიპლომატის განმარტებით, რუსეთსა და APEC-ის ეკონომიკებს შორის საქონელბრუნვის მოცულობა მუდმივად იზრდება: თუ 2022 წლის ბოლოს ის 278,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, „მიმდინარე თვეებში მას უკვე დაემატა დაახლოებით 12 პროცენტი“.
აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა არის სავაჭრო და ეკონომიკური ფორუმი, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 21 ეკონომიკას მოიცავს. წლევანდელი სამიტი 11-17 ნოემბერს იმართება სან-ფრანცისკოში (კალიფორნია, აშშ).