მსოფლიო დღეს

ერევნის უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა: არის მსხვერპლი

Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა, იუწყება „Sputnik სომხეთი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ქიმიის ფაკულტეტზე მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.
როგორც სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ინციდენტის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტის კომენდანტ ერნესტ ტოვმასიანის თქმით, აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაშავებულები 50-60 წლის მამაკაცები არიან.
ამასთან დაშავებულია პატრულის თანამშრომელიც, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.