თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, ნათქვამია "ქართული ლეგიონის" მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
„დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება დაჭრილებს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში უკვე 50 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.