თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ქართველი აფეხბურთო მწვრთნელი ლევან კორღალიძე ყაზახეთის სამგზის ჩემპიონის, კლუბ „ჟენისის" მწვრთნელად დანიშნეს, რომელიც წელს ქვეყნის პირველი დივიზიონიდან პრემიერ-ლიგაში დაბრუნდა, იუწყება „პირველი არხი".
„ჟენისი" გასულ სეზონში ყაზახეთის პირველ ლიგაში ასპარეზობდა, მაგრამ ბოლოს მესამე ადგილზე გავიდა და პრემიერ-ლიგაში გადავიდა. ამას ხელი შეუწყვეს ქართველმა ლეგიონერებმა - თამაზ მაქაცარიამ და ლაშა კასრაძემ. პირველი გუნდის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა, ხოლო მეორე თავიდანვე ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო.
„ყაზახეთში ვიყავი და გადაწყდა, რომ „ჟენისთან" კონტრაქტს გავაფორმებ", - განაცხადა კორღალიძემ.
ქართველი სპეციალისტი აამ პოსტზე რინატ ალიუეტოვს შეცვლის. კორღალიძე ორ თბილისურ კლუბს - „საბურთალოსა" და „ლოკომოტივს" წვრთნიდა.
„ჟენისი" ერთ-ერთი ცნობილი ყაზახური კლუბია, რომელიც გაკოტრდა და 2014 წელს გაუქმდა. გუნდი 2021 წელს აღადგინეს და სამი სეზონის შემდეგ მან მთავარ ლიგაში დაბრუნება შეძლო.