აფრენა მომავალში: დუბაიში ავიასალონი Dubai Airshow-2023 გაიხსნა

ავიასალონი Dubai Airshow მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი აეროკოსმოსური გამოფენაა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. იხილეთ ღონისძიების ფოტოები Sputnik-ის ფოტოლენტაში
Sputnik
გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების თვითმფრინავები და კოსმოსური აპარატები, ასევე საავიაციო და კოსმოსური ძრავები.
ვიზიტორებს საშუალება აქვთ, გაეცნენ ავიაციისა და კოსმოსის სფეროში სხვადასხვა ინოვაციურ პროექტებს. მათ შორის, სააეროპორტო აღჭურვილობასა და საავიაციო ტექნიკის სარემონტო საშუალებებს.
საერთაშორისო ავიასალონი Dubai Airshow 13-17 ნოემბერს იმართება.
1 / 10

დუბაიში მე-18 საერთაშორისო საავიაციო-კოსმოსური გამოფენა Dubai Airshow 2023 გაიხსნა.

2 / 10

უდიდესი აეროკოსმოსური გამოფენა ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

3 / 10

ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო ოპერატორი Tarsus Group.

4 / 10

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების საფრენი აპარატები.

5 / 10

ასევე კოსმოსური აპარატები და თანამგზავრები, საავიაციო და კოსმოსური ძრავები, აეროპორტების აღჭურვილობა, ავიატექნიკის სარემონტო საშუალებები.

6 / 10

კორპორაცია Boeing-ის პავილიონი ავიასალონ Dubai Airshow-2023-ის გახსნაზე.

7 / 10

ავიაშოუს ისტორია 1986 წლიდან იწყება.

8 / 10

1989 წელს ღონისძიებამ თანამედროვე სახელი შეიძინა; გამოფენა დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე გადავიდა — არაბეთის გაერთიანებული საამიროების ყველაზე დიდ სამოქალაქო აერონავსადგურში.

9 / 10

ღონისძიების მასშტაბები მუდმივად იზრდებოდა. 1993 წელს გამოფენას 20 ათასი ადამიანმა ესტუმრა. მონაწილეთა სიაში კი 33 ქვეყნის 450 კომპანია შედიოდა.

10 / 10

კონტრაქტების მოცულობით რეკორდული იყო 2013 წელი, როდესაც გამოფენის მონაწილეებმა 206,1 მილიარდი დოლარის ოდენობის ხელშეკრულებები გააფორმეს.