თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობის პროექტი განახლდება

მანძილი თბილისსა და რუსთავს შორის 26 კილომეტრს შეადგენს
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. 2024 წლიდან განახლდება რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც მგზავრობის დროს 15 წუთამდე შეამცირებს. განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
თბილისსა და რუსთავს შორის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი 2012 წელს იყო წარმოდგენილი, თუმცა 2015 წელს შეჩერდა.
„ამ გზისთვის ბიუჯეტში თანხები ჩადებულია და მომავალი წლიდან განახლდება მშენებლობა”, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
რუსთავის მოსახლეობა 138 ათასამდე ადამიანს შეადგენს. თბილისის, ბათუმის და ქუთაისის შემდეგ იგი ითვლება ყველაზე დასახლებულ ქალაქად საქართველოში. რუსთაველების მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისში მუშაობს, ისინი დედაქალაქში ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დადიან.
რუსთავში ფუნქციონირებს სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ავტობაზრობა, თბილისელები რუსთავში აბარებენ გამოცდებს მართვის მოწმობის მისაღებად.
თბილისიდან რუსთავამდე მგზავრობის დრო დაახლოებით 30-40 წუთს შეადგენს.