თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს 2023 წლის მესამე კვარტალში 2,7 მლნ მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 19,4%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" განცხადებაში.
15 წელს ზემოთ ასაკის პირთა ვიზიტების რიცხვია 2,3 მლნ, რაც 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემზე 21%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 1,7 მლნ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 15,4%-ით მეტია.
საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზნები იყო დასვენება, ნათესავებისა და ნაცნობების მონახულება, ასევე ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყნებში.
უცხოელების საქართველოში ჩამოსვლის მიზანი
ჩამოსვლის მიზანი | ვიზიტების რიცხვი, ათასი | საერთო რაოდენობის წილი, % |
დასვენება და გართობა | 1.354,1 | 58,9 |
ნათესავების მონახულება | 397,8 | 17,3 |
ტრანზიტი სხვა ქვეყნებში | 305,3 | 13,3 |
სამუშაო | 124,1 | 5,4 |
შოპინგი | 86,8 | 3,8 |
მკურნალობა | 6,7 | 0,3 |
სხვა | 24,0 | 1,0 |
ყველაზე მეტი ტურისტი მესამე კვარტალში თბილისსა და აჭარას სტუმრობდა. უცხოელები საქართველოში საშუალოდ 5,8 ღამეს ატარებდნენ.
შემოსავლები ტურიზმიდან
„საქსტატის" მონაცემებით, უცხოელებმა საქართველოში 2023 წლის მესამე კვარტალში დაახლოებით 4,8 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 7,3%-ით მეტია.
ქვეყნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
შემოსავლები ტურიზმიდან 2023 წლის დასაწყისიდან, 2022 წლის სამ კვარტალთან შედარებით, 29,2%-ით გაიზარდა და 25,9%-ით - პანდემიამდელ, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 43%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 5,6 მილიონი შეადგინა.
ამავე დროს, მაჩვენებლები 2019 წელთან შედარებით 76,9%-ით აღდგა.