მსოფლიო დღეს

უკვე მეორე: მიჩიგანის სასამართლომ ტრამპს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა

Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. მიჩიგანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შტატის პირველად არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნარჩუნდება, იტყობინება Associated Press.
როგორც გამოცემა წერს, ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ჯეიმს რედფორდმა დარტყმა მიაყენა ტრამპის კანდიდატურის საპრეზიდენტო არჩვენებში დაბლოკვის მცდელობებს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მინესოტის სასამართლომაც. მაშინ განმცხადებლები ხელმძღვანელობდნენ აშშ-ის კონსტიტუციაში მე-14 შესწორების მესამე მუხლით, რომელიც ყოფილ თანამდებობის პირებს, რომლებიც „ამბოხში ან სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობდნენ“, სახელმწიფო თანამდებობაზე არჩევას უკრძალავს კონგრესის ორივე პალატის თანხმობის გარეშე. მიჩიგანშიც სწორედ ამ მუხლით ცდილობდნენ ტრამპის დაბლოკვას.

„მოსამართლე ჯეიმს რედფორდმა უარყო არგუმენტები იმის შესახებ, რომ ტრამპის როლი 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმისას ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა მისცეს. როგორც რედფორდმა დაწერა, გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპი პირველადი კენჭისყრის შესახებ შტატის კანონს იცავდა, მას არ შეუძლია ყოფილი პრეზიდენტის დაბლოკვა“, — წერს AP.

დონალდ ტრამპს, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ოთხი სისხლის სამართლის ბრალდება აქვს წარდგენილი. ერთ-ერთი საქმე 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმს ეხება.
როგორც დემოკრატიულ პარტიაში აცხადებენ, ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმზე თავდასხმა არის მძლავრი საფუძველი იმისა, რომ აშშ-ის ყოფილ ლიდერს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება არ მიეცეს.
წყარო: Associated Press