თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. კემბრიჯის ინგლისური ენის ლექსიკონმა წლის სიტყვას დაასახელა, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ლექსიკონის ვებგვერდზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის სიტყვა Hallucinate („ჰალუცინაცია“), რომელმაც, „ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ახალი მნიშვნელობა შეიძინა“.
როგორც ლექსიკონის საიტზე წერია, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი კვლავაც განხილვების ცოცხალი თემაა. წელს ინტერესის ზრდა ისეთი ფართო გამოყენების ინსტრუმენტების გამოშვებამ განაპირობა, როგორებიცაა ChatGPT, Bard, DALL-E და BingAI.
„ამ ახალ ტექნოლოგიებთან ერთად მოდის ახალი ენა. 2023 წელს კემბრიჯის ლექსიკოგრაფებმა ლექსიკონს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ახალი განსაზღვრებები დაამატეს. <...> ბევრმა უკვე არსებულმა სიტყვამ, მაგალითად Hallucinate-მ, წელს დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა. კემბრიჯის ლექსიკონის გუნდმა 2023 წლის სიტყვად Hallucinate აირჩია, ვინაიდან გააცნობიერა, რომ მისი ახალი მნიშვნელობა ასახავს, თუ რატომ საუბრობენ ადამიანები ხელოვნურ ინტელექტზე“, — ნათქვამია დოკუმენტში.
მანამდე ბრიტანულმა ლექსიკონმა Collins Dictionary-მ წლის სიტყვად „ხელოვნური ინტელექტი“ დაასახელა.