ყველაფერი საქართველოზე: Forbes საქართველოს ტურისტული მიმართულებზე სტატიას ამზადებს

ჟურნალისტი მკითხველს მოუთხრობს საქართველოს ტურისტული ადგილების, ქართული კულტურის, კულინარიისა და ღვინის შესახებ.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და ცნობილი გამოცემა Forbes-ი საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ სტატიას ამზადებს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
საქართველოში Forbes USA-ს ჟურნალისტი რაჰიმ რაბიმოვი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში იმყოფება.
რაბიმოვი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას სახელწოდებით Artisanal Heritage of Georgia ამზადებს.
ჟურნალისტმა თბილისის ისტორიული უბნები მოინახულა. ის ასევე გაეცნო ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს ქუთაისში, საჩხერეში, ხარაგაულსა და ბაღდათში.
იმერეთში მოგზაურობის შემდეგ რაჰიმ რაბიმოვი აჭარას ეწვია, სადაც ბათუმი, გონიო, აჭარისწყალი და დანდალო მოინახულა.
Forbes-ის ჟურნალისტი მკითხველს მოუთხრობს საქართველოს ტურისტული ადგილების, ქართული კულტურის, კულინარიისა და ღვინის შესახებ.