მსოფლიო დღეს

ცაჰალმა „ალ-შიფაში“ იარაღი და ტერორისტული ინფრასტრუქტურა იპოვა - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ცაჰალის მეომრებმა რეიდის დროს იარაღი და „ტერორისტული ინფრასტრუქტურა" იპოვეს ღაზის საავადმყოფო „ალ-შიფას“ ერთ კონკრეტულ ადგილას, იუწყება Reuters მაღალჩინოსანმა სამხედროზე დაყრდნობით.
„წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯარისკაცების მისვლის შემდეგ საავადმყოფოში არანაირი საბრძოლო მოქმედებები და სამედიცინო პერსონალთან ან პაციენტებთან რაიმე დაპირისპირება არ მომხდარა“, — წერს სააგენტო.
ამასთან ვრცელდება ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, როგორ შევიდა ცაჰალი „ალ-შიფაში“. კადრებში ჩანს შენობის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი გარკვეული აღჭურვილობაც.
მანამდე BBC-ის კორესპონდენტი ღაზიდან იტყობინებოდა, რომ ცაჰალის ჯარისკაცებმა მეგაფონებით მიმართეს „ალ-შიფაში“ მყოფ 16-დან 40 წლამდე მამაკაცებს, რომ შენობიდან ეზოში გასულიყვნენ. როგორც აღინიშნა, ეს მიმართვა არ ეხებოდა ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებს.
ამასთან, BBC-ის რეპორტიორის ცნობით, ცაჰალის მებრძოლებმა სკანერები დააყენეს და ჰოსპიტალში მ ყოფებს მასში გავლა სთხოვეს.
მისივე თქმით, სამხედროები რაღაც მომენტში თითქმის ერთი საათის განმავლობაში ისროდნენ ჰაერში, რათა საავადმყოფოს შენობაში დარჩენილებისთვის გარეთ გასვლა ეიძულებინათ. როგორც BBC წერს, ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.