თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს, გამოიყენოს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი (APEC), რათა აჩვენოს, რომ შეერთებულ შტატებს საკმარისი სიმტკიცე და ფინანსური რესურსები აქვს რეგიონზე ფოკუსირებისთვის არაერთი საგარეო და საშინაო პოლიტიკური კრიზისების მიუხედავად, იუწყება მედია.
„ბაიდენი [სამიტზე] რეგიონის ეკონომიკურ პერსპექტივებზე საკუთარ ხედვას წარმოადგენს და ამასთან აჩვენებს, რომ აშშ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი დრაივერია“, — განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა.
როგორც მოსალოდნელია, თეთრი სახლი სამიტზე სავარაუდოდ ახალ ინიციატივებს წარადგენს „სუფთა“ ეკონომიკაში ინვესტიციების ხელშეწყობისა და ანტიკორუფციული და საგადასახადო პოლიტიკის შემუშავების მიზნით. საუბარია გასულ წელს გამოცხადებულ ეკონომიკურ სტრატეგიაზე, რომელიც რეგიონში პეკინის კომერციული ძალის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს დღეს შეხვდება სან-ფრანცისკოში, სადაც 21 ქვეყნის ლიდერები შეიკრიბებიან APEC-ის ყოველწლიურ სამიტზე.