წვიმა, სიცივე, თოვლი: ამინდი 16-17 ნოემბერს საქართველოში

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 16 ნოემბრის საღამოდან 17 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
უწყების ინფორმაციით, მაღალმთიან რაიონებში თოვაა მოსალოდნელი, ასევე ქვეყნის მასშტაბით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
სააგენტო ასევე აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.