თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. შეერთებული შტატები თელავს ევროპაში მშვიდობას უკრაინისთვის აკრძალული იარაღის მიწოდებით, განაცხადა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჩო ჩოლ-სუმ ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოსთან (KCNA) ინტერვიუში.
„აშშ კვლავ აწვდის სასიკვდილო იარაღს უკრაინის ფრონტს, მათ შორის კასეტურ ავიაბომბებსა და გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს, რომელთა გამოყენება სრულადაა აკრძალული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით. ამით ის მიზანმიმართულად არღვევს და თელავს ევროპაში მშვიდობასა და სტაბილურობას“, — აღნიშნა ჩრდილოკორეელმა დიპლომატმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატების მსგავსად, დიდ ბრიტანეთსაც სურს უკრაინაში კონფლიქტის გახანგრძლივება, რისთვისაც კიევს გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვებით, 250 კმ რადიუსის ფრთოსანი რაკეტებითა, მათ შორის, Storm Shadow-ის ჩათვლით, და ტანკსაწინააღმდეგო იარაღით ამარაგებს.