თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. შეერთებული შტატები ჯერ კიდევ არ არის მზად, დააანონსოს შეხვედრები რუსეთის დელეგაციასთან აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე სან-ფრანცისკოში, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ სახელმწიფო დეპარტამენტში.
„ჩვენ არაფერი გვაქვს დასაანონსებელი ან განსაცხადებელი“, — აღნიშნა დეპარტამენტის წარმომადგენელმა შესაბამის კითხვაზე პასუხად.
რუსეთის დელეგაციას APEC-ის სამიტზე ქვეყნის ვიცე-პრემიერ ალექსეი ოვერჩუკი ხელმძღვანელობს.
მანამდე, APEC-ის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეტ მიურეიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები ელოდება ოვერჩუკის მონაწილეობას APEC-ის ლიდერების შეხვედრაში და დასძინა, რომ სამიტში რუსეთის ის წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებსაც ამერიკული სანქციები არ აქვთ დაწესებული.
აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა არის სავაჭროდაეკონომიკურიფორუმი, რომელიცაზია-წყნარიოკეანისრეგიონის21 ეკონომიკას მოიცავს. წლევანდელი სამიტი 11-17 ნოემბერს იმართება სან-ფრანცისკოში (კალიფორნია).