კონკურს „მის სამყაროს“ მონაწილეები გალა-საღამოზე: ფოტოები სან-სალვადორიდან

სილამაზის საერთაშორისო კონკურსი „მის სამყარო“, რომელზეც მთელი მსოფლიოს ლამაზმანები შეიკრიბებიან, სალვადორში გაიმართება. სწორედ იქ აირჩევენ სამყაროს ულამაზეს ქალს
Sputnik
გთავაზობთ ამაღელვებელი მომენტების ფოტოებს საზეიმო წვეულებიდან, რომლებზეც მსოფლიოს პირველი ლამაზმანები არიან აღბეჭდილი.
1 / 10

„მის სამყარო 2023“ რიგით 72-ე კონკურსი იქნება, რომელიც ხოსე ადოლფო პინედავის არენაზე გაიმართება სან-სალვადორში.

2 / 10

სამყაროს ყველაზე ლამაზი გოგონას სახელს მსოფლიო 18 ნოემბერს შეიტყობს.

3 / 10

სილამაზის საერთაშორისო კონკურსი „მის სამყარო“ 1952 წლიდან იმართება.

4 / 10

წელსკონკურსში მონაწილეობას ოთხმოცდახუთი ქვეყნის ლამაზმანი მიიღებს.

5 / 10

ნოემბერი სილამაზის ახალი დედოფლის არჩევის ტრადიციული თვეა.

6 / 10

„მის სამყაროს“ ფინალი სალვადორში ბოლოს 1975 წელსჩატარდა.

7 / 10

მომავალი კონკურსი საინტერესო ღონისძიებების სერიას, მათ შორის წინასწარი შეჯიბრების დღეებს გვპირდება.

8 / 10

ესწელი განსაკუთრებული იქნება, რადგან ეს არის პირველი ღონისძიება, რომელსაც მედიაკომპანია JKN Global Group მასპინძლობს. კომპანიამ ორგანიზაცია Miss Universe 20 მილიონ დოლარად იყიდა.

9 / 10

JKN Global Group-ის გენერალურმა დირექტორმა ენ ჯაკაპონგ ჯაკრაიუტატიპმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს კონკურსის ინკლუზიურობას. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ღონისძიებაში მონაწილეობის უფლება გათხოვილ ქალებსა და დედებსაც ექნებათ.

10 / 10

ადრე ეს შეუძლებელი იყო. ამასთან მონაწილეთა ასაკიც 18-დან 28 წლამდე იყო შეზღუდული.