გელათის სამონასტრო კომპლექსი ქუთაისიდან ორ კილომეტრში მდებარეობს.
გელათი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული და რელიგიური ძეგლია.
კომპლექსის შემადგენლობაში შედის ღვთსმშობლის მიძინების მთავარი ტაძარი, წმინდა გიორგი ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, სამრეკლო, აკადემია და კარიბჭე.
ერთი ვერსიით, სიტყვა „გელათი“ მოდის ბერძნული geneflia"-დან, რაც „დაბადებას“ ნიშნავს და ამაში არის ლოგიკა, ვინაიდან ტაძარი ღვთისმშობლის დაბადებას ეძღვნება.
მთავარი ტაძრის მშენებლობა 1006 წელს დაიწყო მეფე დავით აღმაშენებლის ბრძანებით.
მაგრამ მისი დასრულება მხოლოდ 1125 წელს მოხერხდა.
გელათის კომპლექსი საქართველოს „ოქროს ხანის“ — ახალი ერის დაწყების სიმბოლოა.
ამ ტაძრის უნიკალობა ისაა, რომ იქ XII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული მოზაიკა და ფრესკებია შემორჩენილი.
გელათი ასევე არის ქართველ მეფეთა საძვალე.
ახლა გელათის მთავარ ტაძარს მძიმე დრო უდგას.
ტაძარი რემონტისას არასწორი მეთოდიკითა და უხარისხო მასალით გადაიხურა, რის გამოც სახურავიდან წყალმა დაიწყო ჟონვა.
2021 წელს კედლის მოხატულობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ამ დროისათვის გელათში რესტავრატორთა ჯგუფი მუშაობს.
რომელიც კედლის მხატვრობას იკვლევა და დაწვრილებით აღწერს ძეგლის პრობლემას.
საქართველოს უდიდესი კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის, გელათის ტაძრის გადარჩენის გეგმა ექსპერტების მასალაზე დაყრდნობით განისაზღვრება.