იაპონურ სადისცტრიბუციო კომპანიებს ქართული ღვინო გააცნეს

საქართველოს მეღვინეობის კულტურასა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ცნობილმა მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. იაპონიის ქალაქ ოსაკაში ქართული ღვინის სემინარი გაიმართა, რომელსაც ალკოჰოლიანი სასმელების მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ღონისძიების ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Red Bridge იყო. საქართველოს მეღვინეობის კულტურასა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია მარკეტინგული კომპანიის Red Bridge დირექტორმა, ღვინის ცნობილმა მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა.
კომპანიასთან Red Bridge ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის საქმიანობა იაპონიის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას მოიცავს. ღონისძიებების მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობაა.