თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში სკოლის პედაგოგი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მასწავლებელს ბრალი სისხლის სამართლის 138-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
საქმის სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ციხეში რამდენიმე წლის გატარება მოუწევს.