თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ფინეთში, ქალაქ ტურკუს ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“ ფინურ მედიაზე დაყრდნობით.
შემთხვევა 9 ნოემბერს სასტუმროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კვების განყოფილებაში მოხდა. 46 წლის მამაკაცს დანით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო - ფინური მედია