თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ბოლო დღეებში რუსმა სამხედროებმა უკრაინის არმიის არაერთი თავდასხმა მოიგერიეს დონეცკის მიმართულებით, კიევის დანაკარგებმა ათასხუთას ჯარისკაცს გადააჭარბაა, იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
„გასული კვირის განმავლობაში რუსულმა ნაწილებმა მოწინააღმდეგის 16 შეტევა მოიგერიეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებმა 1590-ზე მეტი მოკლული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, სამი ტანკი, 14 ჯავშანტექნიკა, 32 მანქანა, 17 საველე საარტილერიო იარაღი და სამი საბრძოლო მანქანა შეადგინა“, — ნათქვამია რუსეთის სამხედრო უწყების ცნობაში.
ამის პარალელურად რუსული არმიის დანაკარგების ჩამონათვალს აქვეყნებს უკრაინის გენერალური შტაბიც. მისი ინფორმაციით, 10 ნოემბრის მდგომარეობით, რუსეთის ცოცხალი ძალის ჯამური დანაკარგები 309 520 ჯარისკაცს შეადგენს.