უცხოპლანეტელებთან სერიოზული ბრძოლა მნიშვნელოვან საბიუჯეტო დაფინანსებას მოითხოვს და მომგებიან „ბიზნესად“ რჩება პენტაგონის პროფილური დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (ამო) საკითხებში თავდაცვის მდივნის მოადგილე, ფიზიკოსი და აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების ვეტერანი შონ კირკპატრიკი 2023 წლის დეკემბერში გადადგება. თანამდებობოდან ის შესრულებული მოვალეობის გრძნობით მიდის — მისი ხელმძღვანელობით 18 თვეში 800-ზე მეტი უცხოპლანეტური საქმე გამოიძიეს.
განსაიდუმლოებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პენტაგონმა აგვისტოში ახალი ვებგვერდი აამუშავა ამო-სთან დაკავშირებით. ამ გაზაფხულზე კირკპატრიკი გახმაურებული კვლევის თანაავტორი გახდა ამოუცნობი ობექტების შესახებ, რომლებიც „ფიზიკის ყველა კანონს რღვევენ“ და შესაძლოა „დედამიწის შესასწავლად გამოგზავნილი ზონდები იყოს“.
აპრილში პენტაგონმა სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტს ანგარიში ჩააბარა მისი ოფისის მუშაობის შესახებ. თუმცა, ამერიკელი კონგრესმენები, საზოგადოება და მოყვარული მაძიებლები, მაინც განაგრძობენ მთავრობის კრიტიკას უცხოპლანეტელების საკითხში არასაკმარისი გამჭვირვალობისთვის.
დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა დევიდ გრუშმა წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას პირდაპირ განაცხადა, რომ პენტაგონი მალავს ინფორმაციას არამიწიერი კოსმოსური ხომალდებისა და სიცოცხლის ფორმების შესახებ.
ასეა თუ ისე, აშშ-ში უცხოპლანეტელების ძებნა და განეიტრალება გრძელდება. ნასამ სექტემბერში მოუწოდა ამერიკელ საზოგადოებას, დაეხმარონ უცხოპლანეტელებზე ნადირობის საქმეში. მანამდე, ალასკის სანაპიროებზე, ჰურონის ტბაზე (მიჩიგანი), აშშ-ის საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა რვა დღეში ოთხი ამოუცნობი ობიექტი ჩამოაგდეს, რომლებიც არ აფეთქდა და ნამსხვრევებიც ვერ იპოვეს.
ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობისა (NORAD) და აშშ-ის ჩრდილოეთ სარდლობის (NORTHCOM) ხელმძღვანელმა, გენერალმა გლენ ვანჰერკმა, არ გამორიცხა, რომ 10-12 თებერვალს ჩამოგდებული ცილინდრული ფორმისა და ლითონისფრად მბრწყინავი ამოუცნობი ობიექტი არამიწიერი წარმოშობისა ყოფილიყო.
ამო-ს გაუმჟღავნებელი საიდუმლოებები
ყოველი შემთხვევისთვის, პენტაგონმა 10 მილიარდ დოლარზე მეტი მოითხოვა ახლო კოსმოსთან ბრძოლისთვის. „უცხოპლანეტური“ დეპარტამენტი აანალიზებს სამეცნიერო და სადაზვერვო ინფორმაციას, რათა „სწორად გაიგოს და ირეაგიროს ამო-ზე".
კირკპატრიკის იდეოლოგიით: „ყველაზე კარგი, რაც შეიძლება გამოვიდეს ამ სამუშაოდან, არის უცხოპლანეტელების არსებობის დამტკიცება“, რადგან ალტერნატივა — პოტენციური მოწინააღმდეგის წარმოუდგენელი აპარატები შეერთებული შტატების „უკანა ეზოში“ ბევრად უფრო სერიოზული პრობლემაა ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო დაჟინებით ცდილობს კოსმოსის საიდუმლოებების ამოხსნას. ოქტომბრის ბოლოს უწყებამ გამოაქვეყნა ანგარიში გასული წლის ამოუცნობ ობიექტებზე. დოკუმენტმა დაადასტურა ამო-ს ფართო გავრცელება და მათი ბუნების, ტექნოლოგიისა და დანიშნულების გაუგებრობა.
პენტაგონმა ადრეც განაცხადა, რომ ამოუცნობი ობიექტები რეგულარულად შეინიშნებიან კოსმოსში, ჰაერში, ხმელეთზე, წყალსა და წყალქვეშ, რაც საფრთხეს უქმნის სამხედრო ობიექტებს. საფრთხის ბუნება და მასშტაბები გაურკვეველია. კონკურენტი სააგენტო NASA-ს ანგარიშები არანაკლებ აბსტრაქტულია: „დამოუკიდებელმა კვლევითმა ჯგუფმა... ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება იმისა, რომ ამო-ები არამიწიერი წარმოშობისაა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას რას წარმოადგენს ამო“.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ოფისის საიდუმლო ორბიტულმა სისტემამ 2021 წლის მაისში აღმოაჩინა ამო, რომლის სიმაღლე დაახლოებით 10 მეტრი იყო წყლის ზედაპირიდან. და ამ „ანომალიამ“ მკვლევარებს კიდევ უფრო მეტი კითხვები დაუტოვა. ცხადია, ეს ობიექტები უფრო რთული და სრულყოფილია, ვიდრე მკვლევართა ინსტრუმენტები.
ჰავაიზე განთავსებულმა ტელესკოპმა PanSTARRS-მა 2017 წლის ოქტომბერში ობიექტიOumuamua დააფიქსირა. ის ისეთი სიჩქარით მოძრაობდა, რომ ზოგი მეცნიერი იძულებული გახდა ევარაუდა, რომ ის სხვა ვარსკვლავური სისტემიდან იყო. ობიექტის ორბიტა მიუთითებდა იმაზე, რომ მზის გრავიტაციის გარდა, მასზე სხვა ძალებიც ზემოქმედებდა.
ცნობილი ასტროფიზიკოსი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი აბრაამ ლები მიიჩნევს, რომ მაშინ მზის სისტემა „სხვა სისტემის მზევრავმა“, უცხოპლანეტელების საბაზო ხომალდმა გადაკვეთა. ამერიკელი მკვლევარების აზრით, უცხოპლანეტური ზონდები „ბატარეების დასატენად“ ვარსკვლავურ შუქს იყენებენ, ხოლო საწვავად — დედამიწურ წყალს.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს უფოლოგებს თავიანთი საიდუმლოებების გამჟღავნება არ სურთ, რათა „პოტენციურ მოწინააღმდეგეებს, როგორებიც არიან ჩინეთი და რუსეთი, არ მისცენ იმის საშუალება, რომ გაუთვალისწინებელი ახალი ტექნოლოგიებით გააოცონ ისინი“. მეორე მხრივ, ღირებული ინფორმაციაც ცოტაა. მეცნიერული დისკუსიები გრძელდება, პენტაგონის ბიუჯეტი იზრდება და ეს უკვე წარმატებაა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებეს და პასუხს არ აგებს მათზე