თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ანზორ აბულაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო 11 ნოემბრის 22:00 საათიდან ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება აბულაშვილის ქუჩაზე, მეტროს სადგურ „დიდუბიდან" შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის მიმართულებით.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები აბულაშვილის ქუჩის ნაცვლად აკაკი წერეთლის გამზირის გამოყენებით იმოძრავებენ.
აბულაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.