რუსეთმა და ყაზახეთმა თანამშრომლობის სამწლიან გეგმას მოაწერეს ხელი

Sputnik
თბილისი, 9 ნოემბერი − Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ყაზახეთის ლიდერმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ასტანაში შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, იუწყება კრემლის პრესსამსახური.
„თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპის შესაბამისად, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა ორი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენაა მიმართული და არა მესამე მხარის წინააღმდეგ. ამ სფეროში თანამშრომლობა ასახავს მოკავშირეთა ურთიერთობების სტაბილურობას და განსაზღვრავს მათ სტრატეგიულ ხასიათს მომავალი ათწლეულების განმავლობაში“, − ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორი ქვეყანა მუდმივად თანამშრომლობს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური და ვეტერინარული ზედამხედველობა და პროფილური სპეციალისტების მომზადება.